საქართველოს კლინიკურ ტოქსიკოლოგთა ასოციაცია
Association Clinical Toxicologists of Georgia
საქართველოს კლინიკურ ტოქსიკოლოგთა ასოციაცია
Association Clinical Toxicologists of Georgia
განცხადება
ცნობილი მოვლენების გამო მასმედიაში მიმდინარეობს სხვადასხვა სპეციალობის ექიმების (არატოქსიკოლოგების) ინფორმაციები, მოთხოვნები და არაკომპეტენტური რჩევების მიცემა აქციებში მონაწილეებისათვის და მოსახლეობისათვის.
სინამდვილეში ეს ცეცხლზე ნავთის დასხმის, დამატებითი სტრეს-ფაქტორის და ხალხის დამატებითი მღელვარების შექმნის აშკარა საშიშროებას იწვევს.
ზოგიერთ ჩვენს კოლეგას შევახსენებთ რომ:
1. ქვეყანაში არსებობს სამედიცინო სპეციალობების სერტიფიცირება
2. დარგში არასერტიფიცირებული ექიმი არ არის კომპეტენტური
3. სანამ მასმედიაში კომენტარის გააკეთებთ, ინტერვიუს მისცემთ და მითუმეტეს მოთხოვნას წამოაყენებთ, ელემენტარული წარმოდგენა მაინც უნდა გქონდეთ იმ დარგის ანბანზე და იმ პროფილის ერთი ავადმყოფი მაინც უნდა გყავდეთ ნამკურნალები.
4. მედიცინის პოლიტიზირება დანაშულია
4. დეკემბერი 2024.
ბრომბენზილ ციანიდი
სინონიმები: ძმარმჟავა, ბრომოფენილი, ნიტრილი; აცეტონიტრილი, ბრომოფენილი; BBC; BBN; ბენზენაცეტონიტრილი, ალფა-ბრომი; ბრომბენზილციანიდი; ბრომბენზილნიტრილი; CA; CA (ცრემლსადენი გაზი); კამიტი; ალფა-ბრომბენზილკიანიდი [ჩეხური]; ალფა-ბრომ-ალფა-ტოლუნიტრილი; ალფა-ბრომბენზოლაცეტონიტრილი; ალფა-ბრომბენზილ ციანიდი; ალფა-ბრომფენილაცეტონიტრილი; ბრომო(ფენილ)აცეტონიტრილი; [ChemIDplus] UN1694
ბრომბენზილ ციანიდი სპეციალურ ლიტერატურულ წყროებში მოიხსენიება როგორც ცრემლდენი ეფექტის მქონე ქიმიური იარაღი. ასევე ის შესაძლოა გამოიყოს სხდასხვა საწარმოში ქიმიური პროცესების შედეგად, ე.წ ინდუსტრიული ტოქსინი.
გვხვდება სხვადასხვა იზომერების სახით: 2-ბრომბენზილ ციანიდი არის სითხე (დნობის წერტილი 34 °F); 3-ბრომბენზილ ციანიდი არის ღია ყვითელი კრისტალური მყარი ნივთიერება, რომელიც დნება 77 °F ტემპერატურაზე და იძლევა უფერო სითხეს; 4-ბრომბენზილ ციანიდი არის მყარი ნივთიერება, რომელიც დნება 118 °F ტემპერატურაზე. ყველა მათგანი წყალზე მკვრივია და წყალში უხსნადია.
ბრომბენზილ ციანიდის ორთქლის ჩასუნთქვისას ვითარდება საუნთქი გზების ლორწოვანის გაღიზიანება, თვალების ლორწოვანზე და კანზე მოხვედრისას იწვევს თვ;ოს ლორწოვანი და კანის გაღიზიენებას, მათ შორის კანის დამწვრობას, შესბამისად ვლინდება შემდეგი სიმპტომები: ხველა, სუნთვის გაძნელება, ცრელმდენა, კანის ქავილი და გამონაყარი.
აღნიშნული ნივთიერების მაღალმა კონცენტრაციამ შესაძლოა გამოწვიოს ციანდით სიცოცხლისთვის საშიში მოწმვლა, რაც ვლინდება შემდეგი სიმპტომებით: თავის ტკივილი, სისუსტე, გულის ფრიალი და სუნთქვის გაძნელება.გულყრა და ლეტალური გამოსავალი.
არსებობს მონაცემები, რომ აღნიშნული ნივთირება გამოყენებული იქნა პირველ მსოფლიო ომში ფრანგების მიერ.
თუმცა სხვა წყაროებში ფრანგებმა: დიდი წარმატების გარეშე გამოიყენეს წყალბადის ციანიდი (HCN) და ციანოგენის ქლორიდი (CNCl), რომლებიც შესაბამისად AC და CK აგენტებად იყო მოხსენიებული; ავსტრიელებმა კი შემოიღეს ციანოგენ ბრომიდი (CNBr).
ციანიდის იარაღი შედარებით უეფექტოა სწრაფი დისპერსიისა და მათი „ყველაფერი ან არაფერი“ ბიოლოგიური აქტივობის გამო. ზემოქმედების ქვეშ მყოფი ინდივიდი ან სწრაფად იღუპება ციანიდის ტოქსიკურობით, ან სწრაფად გამოჯანმრთელდება მინიმალური კლინიკური ეფექტებით. ციანიდის ქიმიური იარაღით გამოწვეული მასობრივი მსხვერპლი დაფიქსირდა ირან-ერაყის ომის დროს და ერაყის მიერ ქურთების ამბოხის ჩახშობის დროს.
ბრომბენზილ ციანიდი არ შედის საერთაშორისოდ აღიარებულ დემონსტრაციების დასაშლელად გამოყენებულ არალეტალური ნივთიერებების ჩამონათვალში, აქვე წარმოგიდგენთ ამ ჩამონათვალს:
CN: Chloroacetophenone
CS: Chlorobenzylidene-malononitrile
CR: Dibenzoxazepine
DM: Diphenylaminochloroarsine or adamsite
OC: Oleoresin capsicum
PAVA: Pelargonic acid vanillylamide
გამოყენებული ლიტერატურა:
https://nj.gov/health/eoh/rtkweb/documents/fs/0259.pdf
https://pubchem.ncbi.nlm.nih.gov/compound/Bromobenzyl-Cyanide
goldfrank's toxicologic emergencies 12th edition
ექიმი ტოქსიკოლოგი ოთარ დიხამინჯია