2026 წლის 17-18 ივლისს თბილისში, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში ჩატარდა საქართველოში პირველი სერთაშორისო კონგრესი სახელწოდებით: „Joint Congress: Frontiers in Advanced Emergency Care and Mediterranean Academy of Emergency Medicine“
ორგანიზატორები: ემორის უნივერსიტეტის გადაუდებელი მედიცინის ცენტრის (Emory University Center for Advanced Emergency Care), ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ტოქსიკოლოგიის ასოციაციის (MENATOX) და საქართველოს გადაუდებელი მედიცინის ასოციაციის (GEMPA) მიერ
კონგრესი მიეძღვნა გადაუდებელი მედიცინის და კლინიკური ტოქსიკოლოგიის აქტუალურ საკითხებს. მონაწილეობა მიიღო ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის, ამერიკის, რუსეთის, ამიერკავკასიის ქვეყნების 425 მა ექიმმა.
მოხსენებით გამოვიდნენ ქართველი ტოქსიკოლოგები ალექსანდრე ლოლაძე, ოთარ დიხამინჯია, თეიმურაზ კობიძე (თანამომხსენებელი). სტენდური მოხსენებით წარსდგა ტოქსიკოლოგი ეკა ქურდაძე