_”~ასოციაცია~ მიზნად ისახავს დემოკრატიულ საწყისებზე’ გაერთიანებულ ექიმთა აქტიურ ჩაბმას მათი პროფესიული, მოქალაქეობრივი, სოციალურ-ეკონომიური ინტერესების დაცვაში და ხელი შეუწყოს‘ საქართველოს მოსახლეობის მაღალკვა-ლიფიციური სპეციალიზირებული სამედიცინო დახმარების გაუმჯობესებას,
ასოციაციის საქმიანობის საგანია:
_სამედიცინო საქმიანობა,
_სასწავლო საქმიანობა,
_სამეცნიერო საქმიანობა
_საგანმანათლებლო საქმიანობა
_საგამომცემლო საქმიანობა
_საქველმოქმედო საქმიანობა
,,ასოციაციის~ წევრობა
- ასოციაცია შედგება უმცროსი, ინდივიდუალური, კოლექტიური და საპატიო წევ-რებისაგან. ,,ასოციაციის~ წევრები შეიძლება იყვნენ როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური პირები, რომლებიც იზიარებენ მის მიზნებსა და საქმიანობის პრინციპებს.
- არ დაიშვება ,,ასოციაციის~ წევრობის გადაცემა სხვა პირთათვის და იგი არც მემკვიდრეობით გადადის.
- ,,ასოციაციის~ ინდივიდუალურ და უმცროს წევრად მიღება ხდება ,,ასოციაციის~ გამგეობის მიერ მსურველის წერილობითი განცხადების საფუძველზე ,,ასცოცია-ციის~ ერთ-ერთი წევრის რეკომენდაციით.
- ასოციაციის კოლექტიურ წევრად მიღება ხდება ასოციაციის გამგეობის მიერ, შემსვლელის განცხადების საფუძველზე.
- ასოციაციის საპატიო წევრს ირჩევს საერთო კრება, კონფერნცია, ყრილობა, ან გამგეობის სხდომა.
- საპატიო წევრად შეიძლება არჩეული იქნეს საქართველოში, ან მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები პიროვნება საქართველოში კლინიკური ტოქსიკო-ლოგიის განვითარებისა და//ან ასოციაციის წინაშე განსკუთრებული დამსახურებისათვის.
- ,ასოციაციის~ წევრობის შეწყვეტა ხდება წევრის გარდაცვალების, ნებაყოფ-ლობითი გასვლის ან გარიცხვის ფორმით.
- ნებაყოფლობითი გასვლა დაიშვება ნებისმიერ დროს ,,ასოციაციის~ წევრის განც-ხადების საფუძველზე.
- ,ასოციაციიდან~ გამავალი წევრი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ყველა მანამდე აღებული ვალდებულება ,,ასოციაციის~ წინაშე.
• ,,ასოციაციის~ წევრობიდან გარიცხვა ხდება ,,ასოციაციის~ წევრთა საერთო კრების მიერ. ასეთი გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭიროა დამსწრე წევრთა ხმების ორი მესამედის უმრავლესობა. ,,ასოციაციის~ წევრობიდან გარიცხვის საფუძვლებს წარმოადგენენ:
- საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევა;
- ,,ასოციაციის~ წესდების უხეში დარღვევა;
- ,,ასოციაციის~ ან მისი ცალკეული წევრების მიმართ არაკორექტული ქმედებები
- დადგენილი წესის შესაბამისად საწევრო შენატანის გადაუხდელობა; ‘@´”’
- ‘”“ასოციაციაში~ შესვლისას წარმოდგენილი არასწორი მონაცემები.
- ზემოთაღნიშნული საფუძვლების გამო ,,ასოციაციის~ წევრის გარიცხვის საკით ხი შესაძლებელია დაყენებულ იქნეს ,,ასოციაციის` გამგეობის მიერ, რომელიც უფლებამოსილია ,,ასოციაციის~ წევრთა საერთო კრების მიერ ამ საკითხის განხილვამდე მიიღოს გადაწყვეტილება ასეთი წევრისთვის ,,ასოციაციის~ წევრობის შეჩერების შესახებ.
,,ასოციაციის~ წევრთა უფლებები და მოვალეობები:
,ასოციაციის~ წევრებს უფლება აქვთ:
- მიიღონ მონაწილეობა ,,ასოციაციის~ მართვაში წინამდებარე წესდებით განსაზღვრული წესით;
- შეიტანონ წინადადებები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც შედიან ,,ასოციაციის~ საქმიანობის სფეროში;
- მიიღონ ინფორმაცია ,,ასოციაციის~ საქმიანობის შესახებ;
- ისარგებლონ ,,ასოციაციის~ კუთვნილი ინტელექტუალური და მატერიალურ-ტექნიკური მომსახურებით, ,,ასოციაციის~ კონსულტაციებითა და რეკომენდაციებით;
- მიიღონ სრული ინფორმაცია ,,ასოციაციის~ მიერ განზრახულ პროექტებზე;
- ისარგებლონ ,,ასოციაციის~ მხარდაჭერით ხელისუფლებისა და მმართველო ბის ორგანოებში საკითხების განხილვისას და მესამე პირებთან ურთიერთობისას;
- დადგენილი წესით მიიღონ ფინანსური მხარდაჭერა ,,ასოციაციის~ ფონდებიდან;
- მიიღონ მონაწილეობა ,,ასოციაციის~ პროგრამებსა და პროექტებში;
- გავიდნენ ,,ასოციაციიდან~.
- ,,ასოციაციის~ წევრები ვალდებული არიან:
- დაიცვან წინამდებარე წესდების დებულებები და ,,ასოციაციის~ ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
- დადგენილი წესით შეიტანონ პირველადი და საწევრო შენატანები;
- წერილობით აცნობონ ,,ასოციაციას~ დადგენილი ვადაში საწევრო შენატანების გადაუხდელობის მიზეზების შესახებ;
- ერთი თვის განმავლობაში აცნობოს ,,ასოციაციას~ იურიდიული ან საფოსტო მისამართის ცვლილების შესახებ;
- მიიღონ მონაწილეობა ,,ასოციაციის~ საქმიანობაში.