თსსუ კრიტიკული მედიცინის მიმართულების კლინიკური ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტს ორი წინამორბედი ჰყავს და მათი ისტორია ასახავს საქართველოში კლინიკური ტოქსიკოლოგიის ჩამოყალიბების და განვითარების ეტაპებს.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კლინიკური ტოქსიკოლოგიის კურსი დაარსებულია 1992 წელს, ხელმღვანელი - მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი თეიმურაზ კობიძე. ამით დსთ სივრცეში პირველად შეიქმნა კლინიკური ტოქსიკოლოგიის დიპლომამდელ ეტაპზე სწავლების პრეცენდენტი, რაც შემდგომში გავრცელდა მთელს პოსტსაბჭოურ სახელმწიფოებში. კურსის კლინიკურ ბაზას წარმოადგენდა საინსტიტუტო კლინიკის - რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ტოქსიკოლოგიის განყოფილება.
1994 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამხედრო-სამედიცინო ფაკულტეტის ბაზაზე (უფროსი-მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პოლკოვნიკი ზურაბ კაცაძე) ჩამოყალიბდა ქიმიურ კატასტროფათა ჯგუფი.
1998 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამხედრო-სამედიცინო ფაკულტეტის ბაზაზე დაარსდა ტოქსიკოლოგიის ეროვნული საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი, ხელმძღვანელი - ევროპის ტოქსიკოლოგიის ცენტრებისა და კლინიკურ ტოქსიკოლოგთა ასოციაციის ნამდვილი წევრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი თეიმურაზ კობიძე.
ცენტრი დსთ სივრცეში მესამე (ალმა-ატის და მოსკოვის შემდეგ) გახლდათ, ხოლო ამიერკავკასიაში კი, პირველი და შეტანილია ტოქსიკოლოგიის ცენტრების მსოფლიო გლოსარიუმში.
დეპარტამენტის მეორე წინამორბედი -გადაუდებელი თერაპიისა და კლინიკური ტოქსიკოლოგიის კათედრა - დაარსებულია 1961 წელს თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში (1993 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია). მისი პირველი კათედრის გამგის, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, პროფესორ გიორგი ადამიას მიერ. 1978 წლიდან 2000 წლამდე კათედრას სათავეში ედგა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი პავლე ნიშნიანიძე. 2000-2006 წლებში კი მედიცინის აკადემიური დოქტორი ნინო ლობჟანიძე.
1978 წელს თბილისის მე 5 ე კლინიკური საავადმყოფოს ბაზაზე დაარსდა საქართველოში პირველი ტოქსიკოლოგიის განყოფილება, ხოლო შემდეგ კი კათედრის თანამშრომელთა (დოც. ო. ქორიძე) ძალისხმევით, ამ განყოფილების ბაზაზე შეიქმნა საქართველოში პირველი კლინიკური ტოქსიკოლოგიის ცენტრი.
საქართველოში პირველი კლინიკური ტოქსიკოლოგიის განყოფილება გაიხსნა 1978 წელს იმჟამინდელი ქალაქის მე 5 ე კლინიკური სავადმყოფოს ბაზაზე. (მთავარი ექიმი ტარიელ ჩიქოვანი) პირველი განყოფილების გამგე იყო ექიმი გულიკო თარხნიშვილი . ექიმი ორდინატორები: ქეთევან ბეგიაშვილი, ნანა ხაბულიანი, ქეთევან ცაგარელი, ლილი ნასარიძე. სამხუხაროდ მათი სურათების მოძიება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, მიმდინარეობს ძიება არქივში.
ტოქსიკოლოგიის განყოფილება 1997 წლისათვის: პირველ რიგი სხედან: მარცხნიდან: ექიმი რუსუდან ქორჩილავა, ექთანი ლია მაღალშვილი, განყოფილებს გამგე ექიმი ციცი ჩოფიკაშვილი, ექიმი თეა მონიავა. მეორე რიგი: ქიმიკოს-ლაბორანტი ი, მოსიძე, ექიმი დარეჯან მშვიდობაძე, ექიმი ციალა ადეიშვილი, ექიმი დოდო ჭუმბურიძე, ექთანი დოდო სილაგაძე, ექთანი ნათელა ძაძამია, დამლაგებელი თინათინ გუმბერიძე.
მარჯვენა სურათზე: ტოქსიკოლოგიის განყოფილების (1987 წ) ექიმები: ციალა ადეიშვილი და ნანა ხაბულიანი, შუაში - ნატო ჯანაშია.