სპეციალობის დასახელება - „კლინიკური ტოქსიკოლოგია“.
1. სპეციალობის შინაარსი:
„კლინიკური ტოქსიკოლოგია“ არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ადამიანის ორგანიზმის და შხამის ურთიერთმოქმედების პრინციპებს და მათ შედეგებს, რის საფუძველზეც ხდება თვით მწვავე მოწამვლებისა და მათ მიერ გამოწვეული მძიმე გართულებათა მკურნალობის მეთოდების შემუშავება და დანერგვა.
2. ზოგადი ცოდნა:
კლინიკურმა ტოქსიკოლოგმა უნდა იცოდეს:
ა) პაციენტის ზოგადი მდგომარეობის შესახებ არსებული ინფორმაციის ანალიზი;
ბ) ავადმყოფის გამოკვლევის ობიექტური მეთოდების გამოყენება;
გ) დაავადების ზოგადი და სპეციფიკური ნიშნების გამოვლენა თანამედროვე
კრიტერიუმების შესაბამისად;
დ) სამუშაო ადგილის მიხედვით სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის
განხორციელება, შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის გაფორმება;
ე) გადაუდებელი მედიცინის საფუძვლები;
ვ) შინაგანი სნეულებების და პედიატრიის საფუძვლები;
ზ) ზოგადი რეანიმაციის საფუძვლები;
თ) ნევროლოგიის და ნეირორეანიმაციის საფუძვლები;
ი) ნარკოლოგიის საფუძვლები;
კ) ტოქსიკოლოგიური ექსპრეს-დიაგნოსტიკა;
ლ) შხამისა და ორგანიზმის ურთიერთმქმედება;
მ) მწვავე მოწამვლათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ზოგადი პრინციპები.
4. დაავადებები და მდგომარეობები:
ICD 10 პათოლოგია საქმიანობის მოცულობა
T36 – T50
სამკურნალწამლო საშუალებებით, მედიკამენტებით და ბიოლოგიური ნივთიერებებით მოწამვლა - მართვა
T51 – T65 უპირატესად არასამედიცინო დანიშნულების სუბსტანციების ტოქსიკური ეფექტები - მართვა
T96 სამკურნალწამლო საშუალებებით, მედიკამენტებითა და ბიოლოგიური ნივთიერებებით გამოწვეული მოწამვლის შედეგები
მართვა
T97 უპირატესად არასამედიცინო დანიშნულების საშუალებებით ტოქსიკური ზემოქმედების შედეგები - მართვა
W 57 კბენა ან დანესტვრა არაშხამიანი მწერის და სხვა არაშხამიანი ფეხსახსრიანების მიერ - მართვა
W 59 ქვეწარმავლების მიერ მიყენებული კბენა ან დარტყმა - მართვა
W 60 კონტაქტი მცენარეთა ეკლებთან,წვეტებთან და ბასრ ფოთლებთან - მართვა
X20-X29 კონტაქტი შხამიან ცხოველებთან და მცენარეებთან - მართვა
X41 - X49 შემთხვევითი მოწამვლა და შხამიანი ნივთიერებების ზემოქმედება - მართვა
X60 განზრახ თვითმოწამვლა და ზემოქმედება არაოპიოიდური ტკივილგამაყუჩებლებით, სიცხის დამწევი და ანტირევმატიზმული საშუალებებით - მართვა
X61 განზრახ თვითმოწამვლა და ზემოქმედება ანტიეპილეპსიური, სედაციურსაძილე, ანტიპარკინსონული და ფსიქოტროპული სამკურნალწამლო საშუალებებით, რომლებიც არ არიან შეტანილი სხვა რუბრიკებში - მართვა
X62 განზრახ თვითმოწამვლა და ზემოქმედება ნარკოტიკებით და ფსიქოდისლეპსიური საშუალებებით (ჰალუცინოგენები), რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში - მართვა
X63 განზრახ თვითმოწამვლა და ზემოქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებით, რომლებიც მოქმედებს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე - მართვა
X64 განზრახ თვითმოწამვლა და ზემოქმედება სხვა და დაუზუსტებე ლი სამკურნალწამლო საშუალებებით, მედიკამენტებით და ბიოლოგიური ნივთიერებებით - მართვა
X65 განზრახ თვითმოწამვლა და ზემოქმედება ალკოჰოლით - მართვა
X66 განზრახ თვითმოწამვლა და ზემოქმედება ორგანული გამხსნელებით და ჰალოგენშემცველი ნახშირწყალბადებით და მათი ორთქლით - მართვა
X67 განზრახ თვითმოწამვლა და ზემოქმედება სხვა აირებით და ორთქლით - მართვა
X68 განზრახ თვითმოწამვლა და ზემოქმედება პესტიციდებით - მართვა
X69 განზრახ თვითმოწამვლა და ზემოქმედება სხვა და დაუზუსტებელი ქიმიური და შხამიანი ნივთიერებებით - მართვა
X76 განზრახ თვითდაზიანება კვამლით, ცეცხლით და ცეცხლის ალით - მართვა
X77 განზრახ თვითდაზიანება ორთქლით, ცხელი ანაორთქლით და ცხელი საგნებით - მართვა
X85 თავდასხმა სამკურნალწამლო საშუალებების, მედიკამენტებისა და ბიოლოგიური ნივთიერებების გამოყენებით - მართვა
X86 თავდასხმა კოროზიული ნივთიერებების გამოყენებით - მართვა
X87 თავდასხმა პესტიციდების გამოყენებით - მართვა
X88 თავდასხმა აირის და ორთქლის გამოყენებით - მართვა
X89 თავდასხმა სხვა დაზუსტებული ქიმიური და შხამიანი ნივთიერებების გამოყენებით - მართვა
X90 თავდასხმა დაუზუსტებელი ქიმიური და შხამიანი ნივთიერებების გამოყენებით - მართვა
Y10 არაოპიოიდური ტკივილგამაყუჩებლებით, სიცხის დამწევი და ანტირევმატიზმული საშუალებებით მოწამვლა ან ზემოქმედება, დაუდგენელი განზრახვით - მართვა
Y11 მოწამვლა და ზემოქმედება ანტიეპილეპსიური, სედატიურ-საძილე, ანტიპარკინსონული და ფსიქოტროპული მედიკამენტებით, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში,დაუდგენელი განზრახვით - მართვა
Y12
მოწამვლა და ზემოქმედება ნარკოტიკებით და ფსიქოდისლეპსიური საშუალებებით [ჰალუცინოგენები], რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში, დაუდგენელი განზრახვით მართვა
Y13 მოწამვლა და ზემოქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებით, რომლებიც მოქმედებენ ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე, დაუდგენელი განზრახვით - მართვა
Y14 მოწამვლა და ზემოქმედება სხვა და დაუზუსტებელი სამკურნალწამლო საშუალებებით, მედიკამენტებით და ბიოლოგიური ნივთიერებებით, დაუდგენელი განზრახვით - მართვა
Y15 მოწამვლა და ზემოქმედება ალკოჰოლით, გაურკვეველი განზრახვით - მართვა
Y16 მოწამვლა და ზემოქმედება ორგანული გამხსნელებით, ჰალოგენშემცველი ნახშირწყალბადებითა და მათი ორთქლით, დაუდგენელი განზრახვით - მართვა
Y17 მოწამვლა და ზემოქმედება სხვა გაზებითა და ორთქლისმაგვარი ნივთიერებებით, დაუდგენელი განზრახვით - მართვა
Y18 მოწამვლა და ზემოქმედება პესტიციდებით, დაუდგენელი განზრახვით - მართვა
Y19 მოწამვლა და ზემოქმედება სხვა და დაუზუსტებელი ქიმიური და შხამიანი ნივთიერებით, დაუდგენელი განზრახვით -
მართვა
Y36.7 საომარი ოპერაციები ქიმიური იარაღის და მასობრივი განადგურების იარაღის სხვა ფორმების გამოყენებით - მართვა
Z57.3 ჰაერის საწარმოო დაბინძურების არასასურველი ზემოქმედება - მართვა
Z57.4 სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ტოქსიური ნივთიერებების არასასურველი ზემოქმედება - მართვა
Z57.5 არასასურველი ზემოქმედება ტოქსიური ნივთიერებებით და სხვა წარმოებებში - მართვა
T80.1 - ინფუზიის, ტრანსფუზიის და სამკურნალო ინექციის შედეგად განვითარებული სისხლძარღვოვანი გართულებები
მართვა
T80.5 შრატისმიერი ანაფილაქსიური შოკი - მართვა
T80.8 ინფუზიის, ტრანსფუზიის და სამკურნალო ინექციის შედეგად განვითარებული სხვა გართულებები - მართვა
T80.9 - ინფუზიის, ტრანსფუზიის და სამკურნალო ინექციის შედეგად განვითარებული დაუზუსტებელი გართულება
მართვა
G92 ტოქსიური ენცეფალოპათია - მართვა კომპეტენციის ფარგლებში
5. პრაქტიკული უნარ-ჩვევები:
1ექიმ-ტოქსიკოლოგს შეუძლია შემდეგი კვლევის მონაცემების ინტერპრეტაცია:
1.1) ბიოლოგიური სითხეების ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ანალიზი;
1.2) გულ-მკერდის, მუცლის ღრუს, თავის ქალას, რენტგენოლოგიური, CT, MRI და ულტრასონოგრაფიული კვლევების შედეგების ინტერპრეტაცია; 1.3) ელექტროკარდიოგრაფია;
1.4) საყლაპავის, კუჭის და 12–გოჯა ნაწლავის ბოლქვის ენდოსკოპია;
1.5) ტრაქეის და ბრონქების ენდოსკოპია;
1.6) ფუნქციური სინჯები ალერგიაზე;
1.7) თირკმლის რენტგენოლოგიური, ულტრასონოგრაფიული, CT და MRI გამოკვლევის შედეგების ინტერპრეტაცია; ა.თ) სისხლისა და შარდის ანალიზები;
1.8) იმუნოლოგიური გამოკვლევები;
1.9) ჰორმონალური გამოკვლეები;
1.10) ნეიროჰორმონული გამოკვლევები.
2) ექიმ-ტოქსიკოლოგს შეუძლია შემდეგი ჩარევების/კვლევების შესრულება:
2.1) ანტიდოტოთერაპია;
2.2) სუნთქვის და სისხლის მიმოქცევის მონიტორინგი;
2.3) ლარინგიალური ნიღაბის ან ნაზალური კანულის გამოყენება;
2.4) ფარინგიალური ან ნაზოფარინგიალური მილის ჩადგმა;
2.5) თერაპია ჟანგბადით;
2.6) ცენტრალური ვენური კათეტერის შეყვანა და ჩაყენება გარეთა ან შიგნითა
საუღლე ვენაში;
2.7) ცენტრალური ვენური კათეტერის შეყვანა და ჩაყენება ლავიწქვეშა ან მხარ–
თავის ვენაში;
2.8) ცენტრალური ვენური კათეტერის შეყვანა და ჩაყენება ბარძაყის ვენაში;
2.9) ბარძაყის ვენაში ორსანათურიანი დიალიზის კათეტერის შეყვანა ან
გამოცვლა;
2.10) ვენური კათეტერის გამოცვლა;
2.11) ვენის კათეტერიზაცია დაუზუსტებელი;
2.12) ინტრავენური, ინტრამუსკულარული, სუბკუტანეური ინექციები;
2.13) პერიფერიულ ვენაში საინექციო კათეტერის ჩაყენება;
2.14) პროცედურები სითხით მკურნალობის მოწყობილობის გამოყენებით;
2.15) ვენური კათეტერის გამოცვლა;
2.16) ვენის პუნქცია;
2.17) არტერიული პუნქცია და არტერიული კათეტერის ჩადგმა;
2.18) არტერიიდან ან ვენიდან კათეტერის ამოღება;
2.19) პროცედურები დაუზუსტებელი ლოკალიზაციის სისხლძარღვებზე;
2.20) ფორსირებული დიურეზი;
2.21) სითხის და ელექტროლიტების დაბალანსება და კორექცია;
2.22) სითხის და ელექტროლიტების დაბალანების შემდგომი მეთვალყურეობა;
2.23) სისხლის მჟავა-ტუტვანი წონასწორობის, ცილებისა და ნახშირწყლების
ცვლის დაბალანსება;
2.24) სისხლის მჟავა-ტუტვანი წონასწორობის, ცილებისა და ნახშირწყლების ცვლის დაბალანსების შემდგომი მეთვალყურეობა;
2.25) ნაზოგასტრალური ან ნაზო–გასტროდუოდენური ზონდის ჩადგმა;
2.26) ოროგასტრალური ზონდის ჩადგმა კუჭში;
2.27) პროფილაქტიკური თერაპია გულისრევის და ღებინების დროს;
2.28) კუჭის ამორეცხვა;
2.29) შარდის ბუშტის კათეტერიზაცია;
2.30) შარდის ბუშტის კათეტერის გამორეცხვა;
2.31) შარდის ბუშტის კათეტერის ამოღება;
2.32) ტრანსანალური გამორეცხვა;
2.33) ნევროლოგიური ინტენსიური თერაპია;
2.34) სხვა ინტენსიური თერაპიის მონიტორინგი;
2.35) ასპირაციული კანულის ჩადგმა ტრაქეაში კანქვეშა მიდგომით;
2.ჰ6) გველის შხამის საწინააღმდეგო შრატის ინექცია;
2.ჰ7) ანტიტეტანური იმუნიზაცია გველის ნაკბენის მკურნალობისას;
2.ჰ8) ლაბორატორიული გამოკვლევისთვის ნიმუშის აღება;
2.ჰ9) ტრაქეის ინტუბაცია და სანაცია, სასუნთქი გზების სანაცია;
2.40) ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია (რეჟიმების, მეთოდების, ოფციების, ხელოვნური ვენტილაციიდან გამოსვლის სხვადასხვა მეთოდის ცოდნა, სპონტანური სუნთქვის ტესტის ჩატარება, ექსტუბაცია).
6. სპეციალიზაცია: ექსტრაკორპორული დეტოქსიკაცია.
7. გარდამავალი ეტაპის რეგულირება:
ა) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს, განახორციელოს საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული სპეციალობის ფარგლებში;
ბ) ექიმებს, რომელთაც 2014 წლის 7 თებერვლამდე მინიჭებული ჰქონდათ სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში „კლინიკური ტოქსიკოლოგია“, უფლება აქვთ, განახორციელონ ბავშვთა კონტინგენტის სამედიცინო დახმარება შესაბამისი სპეციალიზაციის კურსის - „ბავშვთა და მოზარდთა ტოქსიკოლოგია“ დასრულების შემთხვევაში;
გ) ექიმებს, რომელთაც 2014 წლის 7 თებერვლამდე მინიჭებული ჰქონდათ სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში „ბავშვთა კლინიკური ტოქსიკოლოგია“, უფლება აქვთ, მოიპოვონ სახელმწიფო სერტიფიკატი (სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე) საექიმო სპეციალობაში „კლინიკური ტოქსიკოლოგია“ მზადების სათანადო კურსის დასრულების შემთხვევაში.