საქართველოს კლინიკურ ტოქსიკოლოგთა ასოციაცია დაარსდა 2000 წლის იანვარში
დამფუძნებლები:
პროფესორი თეიმურაზ კობიძე
ექიმი ოთარ რუსაძე
პროფესორი კონსტანტინე ბარქაია
ექიმი თინათინ ბარსკი
ექიმი კახაბერ ჩიხრაძე
გამგეობა:
პროფ. თეიმურაზ კობიძე, ექიმი ოთარ რუსაძე, ექიმი ლია სამხარაძე, ექიმი ოთარ დიხამინჯია, ექიმი ალექსანდრე ლოლაძე
გამგეობის თავმჯდომარე ასოც. პროფ. თეიმურაზ კობიძე, ევროპის ტოქსიკოლოგიის ცენტრებისა და კლინიკურ ტოქსიკოლოგთა ასოციაციის ნამდვილი წევრი.
გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ექიმი ოთარ რუსაძე
ასოციაციის მიზანი
ასოციაცია მიზნად ისახავს დემოკრატიულ საწყისებზე გაერთიანებულ ექიმთა აქტიურ ჩაბმას მათი პროფესიული, მოქალაქეობრივი, სოციალურ-ეკონომიური ინტერესების დაცვაში და საქართველოს მოსახლეობის მაღალკვალიფიციური სპეციალიზირებული სამედიცინო დახმარების გაუმჯობესების ხელშეწყობა.
ასოციაციის საქმიანობის საგანია:
- სამედიცინო საქმიანობა,
- სასწავლო საქმიანობა,
- სამეცნიერო საქმიანობა
- საგანმანათლებლო საქმიანობა
- საგამომცემლო საქმიანობა
- საქველმოქმედო საქმიანობა